მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცესკო: ჰაკერულ ფორუმზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ცესკოს ბაზისგან განსხვავებულია

ცესკოს შენობა ახლოდან

"მონაცემები, რომლებიც გავრცლედა 4,9 მლნ ამომრჩევლის ინფორმაციაა, ხოლო ცესკოს ბაზაში 3,5 მლნ ამომრჩეველია. ანუ ეს ბაზები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ფორმატით, ისე მონაცემებით",- ამის შესახებ PIA.GE-ს ცესკო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ქეთი ჯანელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, გავცრელებულ მონაცემებში მოქალაქეების შესახებ ის დეტალებია მოცემული, რაც ცესკო-ს ბაზაში არ არის.

"მათ მონაცემებში მოცემულია მამის სახელი, მოწმობის ნომერი, ასევე ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებ, რაც არ არის ცესკოს ბაზაში. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვა ბაზაზეა საუბარი",- აღნიშნა ქეთი ჯანელიძემ.

როგორც მან განაცხადა, ცესკო მუდმივად ზრუნავს, რომ ინფორმაციის უსაფრთხოება მაღალ დონეზე იყოს უზრუნველყოფილი.

ცნობისთვის, ერთ-ერთ ჰაკერულ ფორუმზე საქართველოს მოქალაქეების პერსონალური მონაცმების გამოქვეყნების საკითხის შესაწავლა შსს-მ უკვე დაიწყო.