მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცესკოსთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

ცესკოს შენობა ახლოდან

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისასთან ხმაური იყო.

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

პარტიის ახალგაზრდა წარმომადგენლები ცესკო-ს თავმჯდომარესთან თამარ ჟვანიასთან ითხოვდნენ შეხვედრას. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, როცა ახაგაზრდებმა ცესკოს შენობაში კარვის შეტანა სცადეს. ამის უფლება კი მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

„ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც 20 ივნისს იბრძოლა პროპორციული არჩევნების მისაღწევად და მოსაპოვებლად. არჩევნები ჩვენი ახირება არ ყოფილა. ეს არის ის სისტემა, სადაც თითოეული ამომრჩევლის მხას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. დღევანდელი გადაწყვეტილებით 18:00 საათზე შეურჩერდათ რეგისტრაციის ვადები იმ თანამოქალაქეებს, რომლებიც კოვიდინფიცირებულები არიან ან იმყოფებიან თვითიზოლაციაში. შესაბამისად 100 ათასამდე ჩვენი მოქალაქე მომავალი დღეების განმავლობაში საარჩევნო ხმის უფლებას დაკარგავს. ამას არ შევეგუებით, ამისთვის არ გვიბრძოლია 20 ივნისს“, - აცხადებს აქციის მონაწილე.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.