საზოგადოება

თსუ და ეროვნული მუზეუმი პროფესიული პროგრამის განხორციელებას იწყებენ

განათებული უნივერსიტეტი
17:43 ოთხ. 28 ოქტომბერი
დაკოპირებულია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ერთობლივ პროფესიულ პროგრამას შექმნიან, რომლის პრაქტიკული ნაწილი ვანის მუზეუმში განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ-ს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეთანხმებას თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მოაწერეს ხელი. გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ვანის არქეოლგიურ მუზეუმში ერთობლივი კვლევების და საზაფხულო სკოლების პროექტის განხორციელებაც იგეგმება.

„ძალიან ბევრი ჩანაფიქრი გვაქვს, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ მუზეუმთან ერთად, ეს ითვალისწინებს ადგილობრივი კადრების გადამზადებას, ერთობლივ კვლევას, ერთობლივ სადოქტორო პროგრამას, საზაფხულო სკოლების მთელ პროექტს, რომელიც ამ რეგიონში ჩამოყალიბდება.“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

მისივე განცხადებით, თსუ პროფესიული განათლების ცენტრი მჭიდროდ ითანამშრომლებს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმთან. კერძოდ, მუზეუმის თანამშრომლებს საშუალება ექნებათ გაიარონ გადამზადება და აიმაღლონ კვალიფიკაცია სწორედ უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამის საშუალებით. ამასთან, პროგრამაზე სწავლა შეეძლება კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, რომლებიც საველე პრაქტიკას სწორედ ვანის მუზეუმში გაივლიან.

კურსდამთავრებულები აკრედიტებულ პროგრამაზე ისწავლიან და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.

„ეროვნულ მუზეუმს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს და ბუნებრივია ვანის მუზეუმი იქნება ამის ნაწილი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ეს პლატფორმა გამოყენებული იყოს მეცნიერების განვითარებისთვის და, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პროფესიების განვითარებისთვის. ვანი წარმოადგენს რეგიონალურ ცენტრს, როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურულს და სამეცნიეროს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროფესიების განვითარება, რომელიც დაკავშირებულია მუზეუმთან და სწორედ ამაში დაგვეხმარება ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.

თსუ-სა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ვანში მომზადდება საუკეთესო კადრები, როგორც მუზეუმში, ისე შემოგარენში. ამასთან ერთად, ვანის მუზეუმი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებში.

კორონავირუსი მსოფლიოში

66 მლნ კოვიდინფიცირებული - პანდემიის გლო...

ამავე მონაცემების თანახმად, იზრდება როგორც გარდაცვლილთა, ასევე, გამოჯანმრთელებულ...
00:08
ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი მხოლოდ ფეხების ბაკუნი არ არის. ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცი...
22:17 პარ. 4 დეკემბერი
მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციური სპექტრი რთულ პოლიტიკურ პროცესშია შესული. ამასთან, ექს-პრეზიდენტი ა...
21:45 პარ. 4 დეკემბერი
ცერცვაძის თქმით, ამ ეტაპზე ტიკარაძესთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. „დიახ კმაყოფილი ვარ. ვიცი კრიტიკ...
21:09 პარ. 4 დეკემბერი
გამოცემის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების ინიციატორი მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები და მათი მ...
20:43 პარ. 4 დეკემბერი
გაერთიანებულ სამეფოში
საქართველოს ელჩმა, სოფიო
ქაცარავამ დედოფალ
ელისაბედ მეორეს
რწმუნებათა სიგელები
გადასცა

სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნ...

ბუკინგემის სასახლეში გამართული ცერემონიის შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის მარშალმა ალისტერ ჰარისონმა,...
20:32 პარ. 4 დეკემბერი
19:11 პარ. 4 დეკემბერი
ინაშვილი: ჩვენი წინადადებების პაკეტი მკა...
ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ დამოუკიდებლად მოქმედებს და მკაფიოდ აქვს გაწ...
18:54 პარ. 4 დეკემბერი
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი ს...
როგორც მან მატარებლის გაშვების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,...
18:52 პარ. 4 დეკემბერი
ბჟანია: საქართველო ჩვენთვის დღესაც საფრთ...
„მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ სამხედრო საფრთხეები უფრო თვალსაჩინო გახდა. საქართვ...