მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თსუ მართავს ვებინარს თემაზე, ინკლუზია და თანასწორობა უმაღლეს განათლებაში კორონავისუსის პერიოდში

უნივერსტეტი განათდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მართავს ვებინარს თემაზე: „ინკლუზია და თანასწორობა უმაღლეს განათლებაში კორონავისუსის კრიზისის და კრიზისის შემდგომ პერიოდში“. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ვებინარში მონაწილეობას მიიღებენ თსუ რექტორი, დოქტორი გიორგი შარვაშიძე, ეკონომისტი, კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი ჯეფრი საქსი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) პრეზიდენტი, დოქტორი ადელა დე ლა ტორე, ვრიჟეს უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო) საერთაშორისო განყოფილების დირექტორი, დოქტორი ფრანს სნაიდერსი. ვებინარის მოდერატორია თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, დოქტორი ირმა გრძელიძე.

ვებინარის მომხსენებლები ისაუბრებენ უმაღლესი განათლების ინკლუზიურობასა და თანასწორობაზე კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გავლენის შესახებ. ძირითადი განსახილველი საკითხები იქნება: როგორ უნდა უზრუნველყონ უნივერსიტეტებმა სტუდენტების ინკლუზია და თანასწორობა ელექტრონული სწავლების პროცესში კოვიდ-19 გამოწვეული კრიზისისას; როგორ უნდა შევქმნათ ინკლუზიური ვირტუალური სწავლების გარემო; როგორ შევინარჩუნოთ ინკლუზიური, მხარდამჭერი და პოზიტიური კლიმატი უნივერსიტეტში პანდემიის და პანდემიის შემდგომ პერიოდში.