მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუშეთის გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ფშავი ომალოს გზაზე ოძრაობა მალე განახლდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

გადაადგილება სპეციალური რეჟიმითაა შესაძლებელი, კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 (ლეჩური-ომალო) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა შემოდგომაზე ჩაიკეტა და ამ დრომდე მოძრაობა აკრძალული იყო.