მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უნგრეთში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა არტ-მარკეტი გაიხსნა

გამოფენა უნგრეთში

უნგრეთის დედაქალაქში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა არტ-მარკეტი გაიხსნა, სადაც მონაწილეობენ უნგრეთში მოღვაწე ქართველი მხატვრები თამარ ბარნოვი და სოფიო მაღალაშვილი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართველი მხატვრების ნამუშევრებს გამოფენაზე თელავის ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეა წარმოადგენს.

პროექტის განხორციელებას, რომელიც უნგრეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის რუსუდან მარგიანისა და ხელოვნების კურატორის სალომე ღვინიაშვილის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ტარდება, კოორდინაციას უწევდა უნგრეთში საქართველოს საელჩო.

გამოფენის გახსნაზე ქართველი მხატვრების ნამუშევრებს დამთვალიერებლების დიდი მოწონება ხვდა წილად. თამარ ბარნოვისა და სოფიო მაღალაშვილის ნამუშევრების ნახვა არტ მარკეტზე შესაძლებელი იქნება 22 დან 25 ოქტომბრის ჩათვლით (Millenáris Park).

აღსანიშნავია, რომ ბუდაპეშტის არტ-მარკეტი, რომელიც წელს მეათედ ტარდება, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმს წარმოადგენს.