მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაზისუბანში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეიობს

ვაზისუბანი

ისნის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ვაზისუბნის IIIმ/რ, II კვარტალის, N9 კორპუსში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტის მიხედვით, 708 გრძ.მ წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია, 21 ახალი რკინა-ბეტონის ჭის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ 187 ოჯახს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება.

ისნის რაიონის გამგეობამ პროექტი 111 ათასი ლარით დააფინანსა.