მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ Covid-19-ის სამკურნალო მედიკამენტის შექმნას აფინანსებს

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ Covid-19-ის სამკურნალო მედიკამენტის შექმნას აფინანსებს

„ჯიპიაი ჰოლდინგის მერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ:

•  ჯგუფმა მსხვილი კაპიტალური ინვესტირება განახორციელა  ავსტრიულ ბიოტექნიკურ კომპანია APEIRON Biologics-ში, რომელიც covid-19-ის სამკურნალო მედიკამენტზე მუშაობს

•  კლინიკური კვლევის მეორე ეტაპი ევროპის მასშტაბით უკვე დაწყებულია

მათივე ცნობით, „ვენის სადაზღვევო ჯგუფმა“ მასშტაბური დაფინანსება განახორციელა ავსტრიულ ბიოტექნიკურ კომპანია Apeiron Biologics AG-ში, რომელიც COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატზე მუშაობს. კომპანია ავსტრიელმა მეცნიერმა Josef Penninger -მა დაარსა. ის ჩართულია იმ მედიკამენტის შექმნაში, რომლებსაც COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებთან, პან-ევროპული კლინიკური კვლევის ფარგლებში იყენებდნენ.

როგორც „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ელიზაბეტ შტადლერი ამბობს, რომ მათი პრიორიტეტია, იზრუნონ ჯანმრთელობის დაცვაზე და თავიდან აიცილონ დაავადებების გავრცელება.

„ჩვენი, როგორც სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლების ფუნდამენტური ამოცანაა, ადამიანები რისკისგან დავიცვათ. ამ სიტუაციაში ჯანმრთელობა ყურადღების ცენტრში მოექცა და როგორც კომპანია, რომელიც ზრუნავს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევაზე, ჩვენი პრიორიტეტია, ვიზრუნოთ ჯანმრთელობის დაცვაზე და თავიდან ავიცილოთ დაავადებების გავრცელება. ინვესტიცია, რომელიც ჩავდეთ Apeiron-ში, არის მრავალმნიშვნელოვანი, გრძელვადიანი შესაძლებლობა ჩვენთვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რეალიზება მოვახდინოთ ჩვენი მთავარი დაპირების „ვიცავთ, რაც ღირებულია“ და ამასთან ერთად, მივაღწიოთ ჩვენს ეკონომიკურ მიზნებს“, - აცხადებს შტადლერი.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ არის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ის ქვეყანაში, ორი კომპანიის „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და „ირაოს“ სახითაა წარმოდგენილი.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის პაატა ლომაძის თქმით, „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“გამორჩეულია თავისი სოციალური პასუხისმგებლობით.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ გამორჩეულია თავისი სოციალური პასუხისმგებლობით და დარწმუნებული ვიყავით, რომ ასეთ რთულ დროსაც შეიტანდა თავის წვლილს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეში. ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ჩვენ მიმართ მათ მხარდაჭერას ამ რთულ პერიოდში და გვეამაყება, რომ ქვეყანაში ასეთ ძლიერ ინვესტორს წარმოვადგენთ, რომელსაც მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს“, - აცხადებს ლომაძე.

განცხადების თანახმად, APEIRON მუშაობს მედიკამენტზე, რომელიც კლინიკური ცდის მეორე ეტაპზეა.

„მედიკამენტი, რომელზეც APEIRON მუშაობს, კლინიკური ცდის მეორე ეტაპზეა. ამ პრეპარატზე მუშაობა კომპანიამ იმ დადებითი შედეგების გამო დაიწყო, რომელიც SARS ვირუსის მკურნალობისას აღმოაჩნდა. ავსტრიელმა მეცნიერმა Josef Penninger და მისმა გუნდმა, APN01 წამალი 2003 წელს SARS ვირუსის პირველი აფეთქებისას გამოიყენეს ფილტვების მწვავე დაზიანებასა და სხვა რესპირატორული სინდრომების მქონე პაციენტების მკურნალობისას. სწორედ ეს სინდრომებია covid-19-ის მქონე პაციენტებში სიკვდილის გამომწვევი მთავარი მიზეზი.

APN01 იმიტაციას ახდენს ACE2 რეცეპტორის, რის საშუალებითაც SARS-ის ვირუსი აღწევს უჯრედში, ანაცვლებს ამ უკანასკნელს და ხელს უშლის (ბლოკავს) SARS ვირუსის მიერ უჯრედებში შეღწევას. მისი ორმაგი მექანიზმის წყალობით, წამალი იცავს ფილტვის ქსოვილებს ვირუსისგან გამოწვეული დაზიანებისგან. მედიკამენტი უკვე გამოიცადა ავსტრიასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში  COVID-19- ით დაავადებული პაციენტების ჯგუფზე.

„APN01 იმ მცირერიცხოვან თერაპიულ საშუალებათა შორისაა, რომლებიც მიმართულია კორონავირუსის წინააღმდეგ და დღეს ერთ-ერთი ყველაზე წინწასული პრეპარატია COVID-19 მკურნალობისთვის. თუ კლინიკურმა ცდამ წარმატებით ჩაიარა, შესაძლებელი იქნება, რომ დაჩქარდეს პრეპარატის დამტკიცება ევროპაში და სამომხმარებლო ბაზარზეც ხელმისაწვდომი მალევე გახდება. სწორედ ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ფინანსური მხარდაჭერა. ეს მათი მხრიდან პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი სერიოზული წვლილია და დიდი მადლობა გვინდა ამისთვის გადავუხადოთ. - Peter Llewellyn-Davies, CEO of Apeiron Biologics AG.

„სხვა მკვლევარებთან თანამშრომლობით ჩვენმა ლაბორატორიამ მოიპოვა ინ-ვივო მტკიცებულება, რომ ACE2 პროტეინი SARS-CoV-2- ის საკვანძო ფერმენტია. ამავდროულად, ამ პროტეინს აქვს პოტენციალი, დაიცვას ფილტვები. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ხანგრძლივმა კვლევამ და სამეცნიერო მუშაობამ ნაყოფი გამოიღო და APN01 (a soluble human ACE2 protein) კლინიკურ ცდებში ჩაეშვა. „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ინვესტიცია დაგვეხმარება, განვაგრძოთ ამ წამლის კვლევა და ვიპოვოთ მკურნალობის ეფექტური გზა COVID-19-ის წინააღმდეგ“, - პროფესორი Josef Penninger, Apeiron’s დამფუძნებელი.

***

APEIRON Biologics AG 2003 წელს პროფესორ Josef Penninger-ის მიერ ვენაში დაარსდა. ის არის კერძო, ბიოტექნოლოგიური ევროპული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია სიმსივნისა და რესპირატორული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების აღმოჩენაში, შექმნასა და კომერციალიზაციაში. APN01-ის გამოყენებით, APEIRON ატარებს კლინიკურ კვლევებს ევროპაში COVID-19-ის სამკურნალოდ.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯგუფი საქმიანობს ევროპის 30 ქვეყნის 50 კომპანიაში. 25 000-ზე მეტი თანამშრომლის დახმარებით, ჯგუფი 22 მილიონ მომხმარებელს ემსახურება“, - ნათქვამია განცხადებაში.