მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ არის თინათინ ბერძენიშვილი და რა გამოცდილება აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ დირექტორს?

საზმაუს ახალი დირექტორი

24 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატმა და უკვე ახლადარჩეულმა გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა BBC-ის მთავარი რედაქტორის, ტონი ჰოლის ფრაზა გააჟღერა „გახადე კარგი პოპულარული და პოპულარული კარგი“.

თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მისია. როგორი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მისია და რეიტინგი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუმცა ახლანდელ რეიტინგზე ბერძენიშვილი ამბობს, რომ რეალობას არის აცდენილი.

მას შემდეგ რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვასილ მაღლაფერიძემ დატოვა და კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილი მისმა მოადგილემ თინათინ ბერძენიშვილმა გამოთქვა, ინტერესი მის მიმართ კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.

სოციალურ ქსელებში და არამხოლოდ ამ სივრცეში გაჩნდა კითხვები თუ ვინ არის თინათინ ბერძენიშვილი და რა გამოცდილება აქვს მას.

ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე გახლდათ 2018 წლიდან. მას შემდეგ რაც ექს გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა, ის გენერალური დირექტორის მოვალებას ასრულებდა.

თინათინ ბერძენიშვილი საქართველოს პირველ არხზე 2011 წლიდან მუშაობს. როგორც ცნობილია, ბერძენიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე თავდაპირველად საზოგადოებასთან სამსახურის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ბერძენიშვილს დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამაგისტრო პროგრამა კინოს და სატელევიზიო მედიის ექსპერტი.

ბერძენიშვილს ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული თანასწორობის ჯგუფის ხელმძღვანელია. თინათინ ბერძენიშვილი 2015 წლიდან 2016-მდე საზოგადოებრივი მაუწყებელის მედიის და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორი იყო, 2012-2013წლებში საზოგადოებრივი მაუწყებელზე წამყვანი გახლდათ,

გარდა ამისა, აზერბაიჯანში 2006-2009 წლებში სადაზღვევო საბროკერო კომპანია NLI LTD – PR მენეჯერი იყო, 2003 წელს კომპანია TELE-IMEDI-ზე გადაცემა „კლიპ-ლოტო” წამყვანი იყო, 2001-2003 – ART-IMEDI ვიდეო პროდუქციის მენეჯერის თანამდებობას იკავებდა, 2000-2003 წლებში ტელე-რადიო კომპანია „აუდიენცია” – გადაცემა „მეალომანია” ავტორი და ხელმძღვანელი, 1999-2000 წლებში ტელე-რადიო კომპანია „აუდიენცია” – ჟურნალისტი, ხოლო 1997-1999 – გაზეთი „ქართული ფილმი” – ჟურნალისტი.

რაც შეეხება ტრენინგებს, ბერძენიშვილს ტრენინგები გავლილი აქვს მედია მარკეტინგისა და ბიზნეს მარკეტინგის მიმართულებით.

Thomson Foundation – გარემოსდაცვითი საკითხების გაშუქება

საერთაშორისო სემინარი ტელე-რადიო მაუწყებლობის ხელმძღვანელებისთვის КНР- პეკინი, ჩინეთი.

GIPA – მედია ბიზნეს მენეჯმენტი

GIPA – მედია მარკეტინგი

BBC Media Action – მედიის მენეჯმენტი

Itar Tass – მედია მენეჯმენტი (აზერბაიჯანი)

ინფორმაციისთვის, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებული ღია კონკურსი 17 სექტემბერს დასრულდა. კონკურსში რვა კანდიდატი მონაწილეობდა.

22 სექტემბერს სამეურვეო საბჭომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე ხელფასის ზუსტი რაოდენობა განსაზღვრა.

„გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო სამეურვეო საბჭომ დღეს ერთხმად დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, ხელზე ასაღები თანხა 10 ათასი ლარი იქნება. დღემდე ეს თანხა ოთხი ათას ლარს შეადგენდა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფომაციაში.