მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობას

სესხის სუბსიდირება

მთავრობა იპოთეკური სესხის 4%-ს 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს, იმ შემთხვევაში თუ, კონტრაქტი წლის ბოლომდე დაიდება.

ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობას

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ბექა ლილუაშვილის განმარტებით, სესხის პროცენტის სუბსიდირება გულისხმობს - იმ ადამიანებს, ვინც წლის ბოლომდე აიღებს იპოთეკურ სესხს ბინის შესაძენად, მთავრობა იპოთეკური სესხის პროცენტის 4%-ს დაუსუბსიდირებს. ანუ, მაგალითად, თუ დღეს იპოთეკური სესხი ლარში შეადგენს პირობითად 11%-ს, მსესხებელს საშუალება ექნება, აიღოს სესხი და რეალურად მისი საპროცენტო ტვირთი იქნება 7%.

ეს სუბსიდია შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს და მხოლოდ და მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც ნაკლებია 200 ათას ლარზე.

"ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, განვსაზღვრეთ ასევე ის სეგმენტიც, რომელიც მეტ-ნაკლებად დაბალშემოსავლიანია, რადგან 200 ათას ლარამდე სესხი არის საშუალო დონის საცხოვრებელი ბინის ღირებულება", - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, მეორე ინსტრუმენტია სესხის გარანტია.

"სექტორში კრიზისისას, როგორც წესი, იზრდება პირველადი შენატანების მოცულობა. ეს არის ის შენატანი, რომელსაც მყიდველი ბინის შეძენისას წინასწარ იხდის, ხოლო დანარჩენ თანხაზე სესხს აკეთებს. ეს კრიზისის პერიოდში სექტორის მხრიდან გაყიდვებს ამცირებს, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, გახდეს თითოეული მოქალაქის თანამსესხებელი - ე.წ გარანტორი და განახორციელოს გარანტია მისი სესხის 20%-ის ოდენობით", - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.