მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვის შეუძლია საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამით სწავლა?საზღვარგარეთ განათლების მიღება

საზღვარგარეთ განათლება

ხარისხიანი განათლების მიღება ახალგზარდებისთვის საკმაოდ პრიორიტეტულია, მაგრამ გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე მათ ნაწილს ხშირად საკუთარ სურვილზე უარის თქმა უწევთ. არის კატეგორია, რომლისთვისაც უცნობია, თუ ვის ან როგორ შეუძლია მოახერხოს საზღვარგარეთ სწავლა, რამდენია სწავლის საფასური, ფინანსდება თუ არა და რა პირობებს უნდა აკმაყოფილევდეს სტუდენტი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქვეყნებს.

სხვადასხვა ქვეყნის მიერ შემოთავაზებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების საფუძველზე. პროგრამები შესაძლოა ითვალისწინებდეს სწავლებას როგორც ბაკლავრიატი, მაგისტრატურა, დოქტურანტურას, ასევე საკვალიფიკაციო კურსებს საჯარო მოხელეებისთვის და საზაფხულო მოკლევადიან პროგრამებს. ამის შესახებ მსურველებს შეუძლიათ ნახონ დეტალური ინფორმაცია ვებ-გვერდზე http://mes.gov.ge/content.php?id=218&lang=geo .

სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა ასევე, შესაძლებელია განათლების საერთაშორისო ვებ-გვერდზე http://iec.gov.ge.

განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამებიდან ცალკეული პროგრამა ითვალისწინებს უშუალოდ საქართველოსთვის მინიჭებულ განსაზღვრულ კვოტას, რომელიც ითვალისწინებს 3 სტიპენდიას საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამასთან დაკავშირებული ეტაპები და კრიტერიუმები შეგიძლიათ იხილოთ განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე.