მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ ბოჟაძე: პოლიციელების პროფესიონალიზმის დამსახურებით 43 მძევალი ცოცხალი და ჯანმრთელია

სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე

„პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობის გარეშე ჩაენაცვლა სამხარეო პოლიციის უფროსი მძევლებს, მოახერხა სიტუაციის განმუხტვა და შეიარაღებული ტერორისტის ტერიტორიიდან განრიდება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, ერთ-ერთ ბანკში მოხმდარ თავდასხმას.

მისი თქმით, სამართალდამცველების პროფესიონალიზმი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში უმთავრესი ღირებულება ადამიანია:

„სამართალდამცავი სისტემის და პოლიციელების პროფესიონალიზმის დამსახურებით 43 მძევალი ცოცხალი და ჯანმრთელია, ეს არის ყველაზე მთავარი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღეს სახელმწიფოში უმთავრესი ღირებულება არის ადამიანი. პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობის გარეშე ჩაენაცვლა სამხარეო პოლიციის უფროსი მძევლებს, მოახერხა სიტუაციის განმუხტვა და შეიარაღებული ტერორისტის ტერიტორიიდან განრიდება. ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს დამნაშავის დაკავება და ეს ოპერაციაც ჩატარდეს მაღალპროფესიონალურად, დანაკარგის გარეშე. აუცილებლია დადგინდეს დანაშაულის მოტივი და შესაძლო დამკვეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში“, - აღნიშნავს ბოჟაძე.

ცნობისთვის 👇

🔴 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა.

🔴 რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

🔴 თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. ერთ-ერთი მძევალი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო.

🔴 22 ოქტომბერს, გამთენიისას, თავდამსხმელმა ბოლო სამი მძევალი გაათავისუფლა და ადგილიდან მიიმალა. თავდამსხმელის კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება. შსს ამ დრომდე აგრძელებს თავდამსხმელის სამძებრო სამუშაოებს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ 👇

📢 „საქართველოს ბანკი“ დღესაც დააყაჩაღეს

📢 რას ჰყვება ერთ-ერთი მძევალი თავდამსხმელზე?