მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვოლვო საქართველო“ მომხმარებელს 20 000-ლარიან ფასდაკლებას და 1-წლიან უფასო საწვავის აქციას სთავაზობს

„ვოლვო საქართველო“ მომხმარებელს 20 000 ლარიან ფასდაკლებას და 1 წლიან უფასო საწვავის აქციას სთავზობს

„ვოლვო საქართველო“ მომხმარებელს ავტომობილის შეძენის საუკეთესო პირობებს სთავაზობს, - ამის შესახებ განცხადებას ვოლვოს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა მოტორსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია, შეიძინოს ვოლვო S90, XC60 და XC90 მოდელები 20 000-ლარიანი ფასდაკლებით და მიიღოს საჩუქრად 1-წლიანი უფასო საწვავი.

„ვოლვო“ მუდმივად ცდილობს, ახალი სიტყვა თქვას ავტოინდუსტრიაში და ჰქონდეს მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული მიდგომა. „ვოლვო საქართველოს“ ცენტრში წარმოდგენილია ვოლვოს სამოდელო რიგის სრული ასორტიმენტი როგორც 2019 წლის, ისე 2020 წლის მოდელები.

„ვოლვოს“ ცენტრში ნებისმიერ მსურველს შეუძლია უახლესი მოდელების დათვალიერება და მათი ტესტდრაივზე გამოცდა. ამასთანავე, „ვოლვო საქართველო“ მომხმარებლებს ავტორიზებულ სერვისს და ორიგინალ ავტონაწილებს სთავაზობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„Volvo Cars Caucasus“-ის დირექტორის გაგა კოხრეიძის თქმით, კომპანია ნებისმიერ მსურველს სთავაზობს, თავად გამოსცადონ ამ ავტომობილების შესაძლებლობები.

„ჩვენი მიზანია, ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი თავისა და გარშემომყოფების უსაფრთხოება. ამიტომ ჩვენ აქტიურად ვთავაზობთ ნებისმიერ მსურველს, თავად გამოსცადონ ამ ავტომობილების შესაძლებლობები“, - განაცხადა გაგა კოხრეიძემ.

„ვოლვო საქართველოს“ შოურუმს შეგიძლიათ, ესტუმროთ მისამართზე - დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. ტესტ დრაივზე ჩასაწერად იხილეთ ბმული volvocars.com, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ქოლცენტრს: 224 42 42“, - ნათქვამია განცხადებაში.