მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Who: დამსაქმებლებმა სამსახურში ძუძუთი კვება უნდა დაუშვან

ძუძუთი კვების კვირეული

„ქალთა უმრავლესობას, სამსახურში დაბრუნების შემდეგ, ბავშვთა ძუძუთი კვებაში პრობლემები ექმნება“, - ამის შესახხებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში (Who) აცხადებენ.

Who აღნიშნავს, რომ სამუშაო ადგილის მხარდაჭერა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ახალშობილთა ბუნებრივი კვების გაგრძელებასა თუ შეწყვეტაში.

„დამსაქმებლებმა სამსახურში ძუძუთი კვება უნდა დაუშვან, დედებს ამისთვის სათანადო ადგილი უნდა გამოუყონ, ხელი უნდა შეუწყონ და მისცენ დისტანციური მუშაობის, ნახევარგანაკვეთიან სამუშაოზე გადასვლის ან სამსახურში ბავშვის მიყვანის შესაძლებლობა“, - ვკითხულობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, 1-დან 7 აგვისტომდე ძუძუთი კვების კვერეულია.

Who განმარტავს, რომ დედის რძე ამცირებს ბავშვებში დიაბეტის(ტიპი2), სიმსუქნის, ასთმის და კარდიოვასკულარული დაავადების განვითარების რისკებს.

ამასთანავე, ის ხელს უშლის ქალებში ოსტეოპეროზის, კარდიოვასკულარული დაავადების, ძუძუსა და საკვერცხის კიბოსა და სიმსუქნის რისკებს.