მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაალ ანჯაფარიძე: ჰუმანური ნაბიჯი გადადგა მთავრობამ - წესით ეს ნაბიჯი „ფრონტერას” უნდა გადაედგა

ზაალ ანჯაფარიძე გამოცემა Eurasia Daily Monitor-ში წერს, რომ მმართველი პარტია მაქსიმუმს გააკეთებს საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად

„ჰუმანური ნაბიჯი გადადგა მთავრობამ. წესით ეს ნაბიჯი თავად კომპანია „ფრონტერას” უნდა გადაედგა“,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად „ფრონტერას“ ყოფილ თანამშრომლებზე ერთჯერადად 1200 - ლარიანი დახმარება გაიცემა.

„ისე ნამდვილად გაგიჩნდება ადამიანს კითხვა, რატომ უნდა ელოლიავო თაღლით კომპანიას, მხოლოდ იმიტომ რომ ამერიკულია? ჰუმანური ნაბიჯი გადადგა მთავრობამ, ეს რა თქმა უნდა, შეღავათია ფრონტერას თანამშრომლებისთვის, წესით ეს ნაბიჯი თავად კომპანიას უნდა გადაედგა იმის მერე, რაც მან საკუთარ ქართველ თანამშრომლებს გაუკეთა“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ცნობისთვის, დღეს, 6 აგვისტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ფრონტერას“ მიერ გათავისუფლებულ, უხელფასოდ დარჩენილ 84 თანამშრომელს, ერთჯერადად, 1 200 ლარის ოდენობის თანხა გადაეცემა.