მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზახაშვილი: უხსოვარი დროიდან, კულტურული ერი საპირფარეშოების მოწესრიგებას საჭიროდ თვლიდა

ხათუნა ზახაშვილი ჯანდაცვა

"კოვიდი სულ რომ არ არსებობდა, უხსოვარი დროიდან, ყველა კულტურული ერი საჭიროდ თვლიდან, რომ საპირფარეშოები მოწესრიგებული ყოფილიყო", - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი კითხვას, რა რეკომენდაციები გაიცემა პანდემიის პირობებში საზოგადოებრივ საპირფარეშოებთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები მოწესრიგებული რომ იყოს, არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც პანდემია არსებობდეს.

"ერის კულტურის განმსაზღვრელია საპირფარეშოების სწორი მოვლის რეჟიმი, სხვათაშორის მოხმარებისაც. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ყველასთვის საჭირო ადგილის მოვლა -დასუფთავება და წესიერი მოწყობა, არის ქვეყნის სახე", - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.