მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზალკანიანი: მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში მდგრადი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა

მშვიდობა, თანამშრომლობა და სტაბილურობა რეგიონში  ხანგრძლივი და მდგრადი  განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა

ლევან მიქელაძის საელობის ფონდის და ქართულ-ამერიკული ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპულ უსაფრთხოებასა და, ამ თვალსაზრისით, შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანმა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს ჩართულობაზე გაამახვილა. მისი თქმით, საქართველო ამერიკული ინვესტიციებისთვის კვლავ მიმზიდველ ადგილად რჩება. კერძოდ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) ახლახან ფოთის პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 50 მილიონი დოლარი გადმორიცხა.

„აშშ-ის კერძო სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებისა და შავი ზღვის ეკონომიკური პოტენციალის სრულად რეალიზების კუთხით“ - განაცხადა ზალკალიანმა.

გამოსვლაში, მინისტრმა რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცების უდიდეს მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის რეგიონული თანამშრომლობა, რომელიც ხანგრძლივი და მდგრადი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა.