მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე გადასახადი უქმდება 

საათობრივი პარკირება ამოქმედდება

28 ნოემბრიდან 16 იანვრამდე, რა დროშიც მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება, ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე გადასახადი უქმდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

„ხვალიდან იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ავტობუსები, მიკროავტობუსები, მეტრო. ზონალურ-საათობრივი პარკირება, ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა იყო, რაც მიმართულია იმისთვის, რომ უფრო მეტი მოტივაცია გავუჩინოთ ადამიანებს, იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თუმცა, რადგან ტრანსპორტი ჩერდება, ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე გადასახადი უქმდება“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

მსუბუქი ავტომობილითა და ტაქსით საქალაქთაშორისო გადაადგილება დაშვებული იქნება

ცნობილია, როდის განაახლებს მუშაობას მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი

ყველა შეზღუდვა, რომელიც დაწესდა - ჩამონათვალი