მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში მდინარე ჯუმში მოზარდს ამ დრომდე ეძებენ

პოლიციის მანქანა და ლენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმში მოზარდს ამ დროდე ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, 14 წლის მოზარდი მდინარის მეორე მხარეს საქონლის გამოსაყვანად გადადიოდა. ვარაუდობენ, რომ მოზარდი დინებამ წაიღო.

მდინარეში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.