მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში საცხოვრებელი ბინა დაიწვა

ზუგდიდი, ხანძარი

ზუგდიდის ცენტრში ერთოთახიანი ბინა დაიწვა.

ხანძრის გაჩენის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. მეზობლების ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, გაზის ბალონის აფეთქების შემდეგ გაჩნდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ნივთების გამოტანა ვერ მოხერხდა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ადგილზე სახანძრო-ბრიგადები მუშაობდნენ, ცეცხლი ლოკალიზებულია.