მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამჯერად დავითმა გოლიათს ვერ სძლია - „ლოკომოტივის“ ზღაპარი დასრულდა

ლოკომოტივი გრანადა
1600977164
სპორტი

რკინიგზელთა სენსაციების შემდეგ, „ლოკომოტივი“ განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრში მოექცა. ევროპა ლიგის შესარჩევის მესამე ეტაპზე კი მისი მეტოქე ლა ლიგის „გრანადა“ იყო და მატჩსაც ესპანელები მასპინძლობდნენ.

პირველ ტაიმში მეტოქე თავიდანვე უპირატესობას დაეუფლა, თუმცა „ლოკომოტივი" მშვიდად ეთამაშებოდა, ზონებს უკეტავდა და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა.

ესპანელებმა უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვა, შეხვედრის 48-ე წუთზე დარვინ მაჩისმა ლამაზი დარტყმით, გიორგი მამარდაშვილის კარში გოლი გაიტანა.

მალევე კი ორი ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ, გიორგი გაბაძე გააძევეს. რის შემდეგაც რკინიგზელები 10 კაცით დარჩნენ და სრული უპირატესობა ესპანელებს მიეცათ.

მატჩის მიწურულს კი ხორხე მოლინამ სხვაობა ორამდე გაზარდა და თბილისელები საბოლოოდ 2:0 დამარცხდნენ.

„ლოკომოტივი“: მამარდაშვილი, უბილავა, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე, დარცმელია, შონია, სამურკასოვი (მჭედლიშვილი 60'), იმრანი (კობახიძე 71') , კირკიტაძე (გავაშელიშვილი 75'), სიხარულიძე.