მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიგა ჭიკაძე  UFC-ში დაუმარცხებელია - კიდევ ერთი გამარჯვება

ჭიკაძე დაუმარცხებელია
1602410899
სპორტი

კომპანია „აჭარაბეთის“ საპატიო ელჩმა, UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ ზედიზედ მეოთხე ბრძოლა მოიგო.

გიგა ჭიკაძე მებრძოლთა კუნძულზე დაუმარცხებელ ომარ მორალესს დაუპირისპირდა. ბრძოლაში გიგამ დამაჯერებელი და სანახაობრივი გამარჯვება მოიპოვა.

„ომარ მორალესის წინააღმდეგ საკმაოდ დაძაბული ბრძოლა იყო, ძალიან ძლიერი მეტოქე მყავდა. ამ ბრძოლაში ყველა მას მიიჩნევდა ფავორიტად. რამოდენიმე დღე დავისვენებ და შემდეგ დავიწყებ მზადებას და, ალბათ, მალე ჩაინიშნება შემდეგი ბრძოლა, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის გაიმართება.

მებრძოლთა კუნძულზე მიღებული გამოცდილება ძალიან საინტერესი იყო ჩემთვის. ძალიან დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, ჩემთვის ეს ძალიან მნიშნელოვანია“- აღნიშნა გიგამ.

გიგა ჭიკაძე არის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც მედისონ სქვეარ გარდენში გამართულ ბრძოლაში მონაწილეობდა, ასევე იგი არის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, კიკბოქსინგსა და ჯიუჯიცუში.

giga_o_h.jpeg