მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გლოვა მოსკოვში - რუსეთის „ნაღები საზოგადოების" გამოხმაურება თბილისურ მატჩზე

მოსკოვის დინამოს გლოვა
1600406086
სპორტი

ევროპა ლიგის შესარჩევის მეორე ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა" მოსკოვის „დინამო" 2:1 დაამარცხა. მოსკოველ ფეხბურთელებს გუშინ ავბედითი ღამე ჰქონდათ, ჯერ თბილისში წააგეს და შემდეგ მთელ რუსეთში გააკრიტიკეს. რუსულ პრესაში დაიწყეს უკვე საუბარი, რომ „დინამოს" მთავარი მწვრთნელის შემცვლელს ეძებენ.

თუ რა გამოხმაურება მოჰყვა რუსეთში თბილისურ ამბავს, PIA.GE - მათგან საუკეთესოებს გთავაზობთ.

იგორ ლებედევი [დეპუტატი, ვლადიმერ ჟირინოვსკის შვილი]: მარცხი გამოწვეულია დაწყებული პოლიტიკური მომენტებიდან, რაც იმასთანაა დაკავშირებული, რომ ქართულ გუნდებთან პოლიტიკის გამო მრავალი წელია არ გვითამაშია და დასრულებული საშინელი ხარისხის მოედნით. ვერ წარმომიდგენია, ღმერთმა არ ქნას და „ლოკომოტივი" ჯგუფურ ეტაპზე გავიდეს, მატჩებს ასეთ გაზონზე ჩაატარებენ? სად იყურება უეფა?

„დინამომ" „ზენიტს" მოუგო და „ლოკომოტივთან" წააგო, რომელსაც 90 წუთის განმავლობაში არაფერი არ უჩვენებია. ეს ყველაფერი ჩვენი ფეხბურთელების მოუმზადებლობასა და ქართველების მაღალ ოსტატობაზე მეტყველებს".

იოვან ტანასიევიჩი [მოსკოვის „დინამოს" ყოფილი მცველი]: „ვერ ვიტყვი, რომ არ იბრძოლეს. უბრალოდ მომენტები ვერ გამოიყენეს. ალბათ იმიტომ წააგეს, რომ ფავორიტის სტატუსი მათზე დიდ ზეწოლას ახდენდა".

ლევ ლეშჩენკო [სახალხო არტისტი]: „სირცხვილის გარდა ვერაფერს ვგრძნობ, ეს სირცხვილიც აღარ არის. თბილისის „ლოკომოტივი“ სამოყვარულო გუნდია, ბიუჯეტიც არ აქვთ, არც არაფერი. მათ ფონზე კი, „დინამო“ უფრო ცუდად გამოიყურებოდა. არ მესმის რა სახის ფეხბურთს თამაშობენ, ვცდილობ ამის გარკვევას, მაგრამ არ შემიძლია.

„დინამომ“ ევროპაში ითამაშა? არა, არასდროს ყოფილა ევროპაში. რა არის საქართველო? ევროპა? ჩვენ არ ვართ ევროპაში სათამაშოდ მზად. იქნებ უკეთესიც იყოს, რომ გავვარდით. მათ არ ესმით, რომ დიდ გუნდში თამაშობენ, თითოეულ მოთამაშესთან უნდა მივიდეთ და ვუთხრათ: არ გრცხვენიათ? როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი? ქართველებს ორი შეტევა ჰქონდათ და ორივე გოლი გაიტანეს.

ვასილი უტკინი [სპორტული ჟურნალისტი]: „ასეთი მატჩების ყურება აუცილებელი არაა. „დინამოს" გულშემატკივრობა მძიმე ტვირთია. ამ შემთხვევაში ირონიული არ ვარ. ყველაფერ დანარჩენზე ანგარიში მეტყველებს. მოგება ნორმალურია. წაგება - კატასტროფა. გინება გვიანია. არადა, გინდა. ადრე უნდა მოესმინათ ჭკვიანი ხალხისთვის“.

სერგეი კირიაკოვი [დინამოს ყოფილი შემტევი]: „სირცხვილი? ეს ყველაზე მსუბუქი სიტყვაა. ქართული ფეხბურთისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ეს რუსეთის პირველი ლიგის დონის გუნდია".

ალექსანდრ მოსტოვოი [რუსეთის ნაკრების შემტევი]: „გაოგნებული ვარ. გუნდი მრავალი წლის შემდეგ გადის ევროტურნირებზე. უკანასკნელ ხანს 60 მილიონამდე დაიხარჯა და თბილისის "ლოკომოტივი"... ვფიქრობ, ბევრმა არ იცის ამ გუნდის არსებობა. ყველამ იცის თბილისის „დინამო".

სტატისტიკაში „ლოკომოტივის" შემადგენლობა უნდა ვნახო, იქ ვინ თამაშობს. მათთვის ეს გმირობაა. „დინამოსთვის" - საზიზღრობა".