მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხვიჩა კვარაცხელია: როდესაც ნაკრებში გაგაქვს გოლი, ეს ალბათ ყველაზე დიდი სიხარულია

საქართველოს ნაკრების შემტევი
1602739477
სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა. სკოპიეში, ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონზე, გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

მატჩის შემდგომ შეხვედრა გოლის ავტორმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეაფასა.

"მოხარული ვარ ნაკრებში ჩემი პირველი გოლით, ეს ჩემთვის ოცნების ახდენაა. თუმცა, რა თქმა უნდა, გამარჯვება უკეთესი იქნებოდა. ძალიან დატვირთული ვარ ემოციებით, როდესაც ნაკრებში იტან გოლს ეს ალბათ ყველაზე დიდი სიხარულია.

ყველაფერი წინ არის, 12 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველოდება. ვთვლი, რომ მზად ვართ ამ თამაშისთვის და ვფიქრობ, რომ დღესაც შეგვეძლო სამი ქულის მოპოვება." - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

​საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას თბილისში გამართავს. 12 ნოემბერს, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში ჩვენი გუნდი "დინამო არენაზე" კვლავ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

via GIPHY