მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრიშტიანუ რონალდოს კორონავირუსი დაუდასტურდა

იუვენტუსის თავდამსხმელი
1602600679
სპორტი

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელს კრიშტიანუ რონალდოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია ადასტურებს.

„პორტუგალიელი მოთამაშე თავს კარგად გრძნობს, სიმპტომების გარეშეა და იზოლირებულია”, - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

ამავე ცნობით, ინფიცირების გამო, თავდამსხმელი შვედეთის წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს.

35 წლის ფეხბურთელს 14 ოტქომბერს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შესარჩევ მატჩში უნდა მიეღო მონაწილეობა.

ინფორმაცია კრიშტიანუ რონალუს ინფიცირების შესახებ თავდაპირველად მისმა დედამ გაავრცელა. როგორც ფეხბურთელის ოჯახის წევრები აცხადებენ, რონალდო კორონავირუსზე განმეორებით კვლევას ჩაიტარებს, რადგან სიმპტომები არ აქვს.