მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიონელ მესიმ საკუთარი გვარის სავაჭრო ნიშნის სტატუსით დარეგისტრირების უფლება მიიღო

მესისმ სავაჭრო ნიშნის დარეგისტრირების უფლება მიიღო
1600439190
სპორტი

ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ საკუთარი გვარის სავაჭრო ნიშნად დარეგისტრირების უფლება მიიღო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ უარყო ველოსიპედების მწარმოებელი ესპანური კომპანია Massi-ს სარჩელი, რომელსაც ასევე ინტელექტუალური საკუთრების ევროპული ბიურო უჭერდა მხარს.

კომპანია Massi ირწმუნებოდა, რომ სახელების მსგავსება მომხმარებელს შეცდომაში შეიყვანს, თუმცა ევროპის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მესის სახელი იმდენად ცნობილია, რომ მისი არევა რამე სხვა სახელში შეუძლებელია.