მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსკოვის „დინამოს" მწვრთნელი: ჩვენ მოსაგებად ჩამოვედით...

მოსკოვის ლოკომოტივის მწვრთნელი
1600372023
სპორტი

ევროპა ლიგის მეორე შესარჩევ ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა" მოსკოვის „დინამო" 2:1 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ რუსთა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა, „ლოკომოტივი" დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადადიოდა. ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ და შედეგად დავმარცხდით.

კარგი გუნდია „ლოკომოტივი", სწრაფი, ტექნიკური, მებრძოლი შემადგენლობაა. სერიოზულად მივუდექით მათ, ვერ ვიტყვი, რომ სათანადოდ არ დავაფასეთ მეტოქე, პირიქით უფრო დავაფასეთ.

ჩვენ მოსაგებად ჩამოვედით, მომენტები ვერ გამოვიყენეთ, დაცვაში ხან მეტოქემ დაგვაშვებინა შეცდომა, ხან ჩვენ დავუშვით, საბოლოოდ დავმარცხდით,“ - განაცხადა მოსკოველთა მწვრთნელმა.