მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო - რუსეთის დაპირისპირება გადაიდო

საქართველო რუსეთი
1603182666
სპორტი

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც პირველ ნოემბერს, მესხის სტადიონზე უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით გადაიდო.

რაგბი ევროპის განცხადებით:

„ევროპაში COVID-19 პანდემიის განახლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შეზღუდვების შემდეგ, რაგბი ევროპამ გადაწყვიტა 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა მატჩის გადადება.“

ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის გაიმართება საქართველოსა – რუსეთის და რაგბი ევროპის ჩემპიონატის დანარჩენი მატჩები.