მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ნაკრები სომხეთს პოლონეთში დაუზავდა

საქართველოს ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
1602438831
სპორტი

ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ნაკრებს 2:2 დაუზავდა . სომხეთში საომარი სიტუაციის გამო შეხვედრა პოლონეთში ტარდებოდა.

ვლადიმირ ვაისმა ბელარუსთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 9 ცვლილება გააკეთა და მატჩის წინ ბევრი კითხვა დატოვა, თუ როგორ ვითამაშებდით.

პირველივე წუთზე შენგელიამ მოაჯირს დაეჯახა და ნაკრები 10 კაცით დარჩა. ამ დროს ბარსეგიანი მარცხენა ფლანგზე ჯიღაურს გაექცა და მისი პასით ბაირამიანმა ანგარიში გახსნა.

საქართველოს ნაკრებმა მიუხედავად გოლისა, უპირატესობას მოიპოვა და რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა, სომეხთა შემადგენლობაში მეკარე იურჩენკომ გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა.

მიუხედავად ბევრი მცდელობისა, პირველ ტაიმში ვერაფერი შევცვალეთ და 0:1 დავმარცხდით.

მეორე ტაიმის დაწყებაში, შენგელიამ დიდი სოლო რეიდი მოაწყო და კარგი გადაცემის შედეგად, კაჭარავას ბურთი პირდაპირ მკერდზე დაასვა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა.

74-ე წუთზე კი ვაკო ყაზაიშვილის პასის შედეგად, თორნიკე ოქრიაშვილმა ანგარიში 2:1 გახადა.

მატჩის 88-ე წუთზე საქართველოს ნაკრების საჯარიმოში, მურთაზ დაუშვილს ბურთი ხელზე მოხვდა და სომხებმა პენალტი მოიპოვეს, რომელიც მხითარიანმა გოლად აქცია.

საბოლოოდ შეხვედრა 2:2 დასრულდა

საქართველოს ნაკრები 14 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრება.

ტიხი. "სიტი სტადიუმი"
სომხეთი - საქართველო
გოლები: 0:1 ბაირამიანი (6)

სომხეთი: იურჩენკო, ჰ. ოგანესიანი, აროიანი, სალისირი, ა.ოგანესიანი, ანგულო (გარეგინიანი 67), გრიგორიანი, ბარსეგიანი (ბიჩახჩიანი 89), მხითარიანი, ბაირამიანი, კარაპეტიანი (ბაბაიანი 67)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა (კვეკვესკირი 76), აბურჯანია (დაუშვილი 76), შენგელია (ლობჟანიძე 80), გვილია (ოქრიაშვილი 61), ყაზაიშვილი, კაჭარავა (ლობჯანიძე 80)