მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის „დინამო“ ფარერებთან დამარცხების შესახებ განცხადებას ავრცელებს

თბილისის დინამოს შემადგენლობა
1601312027
სპორტი

საფეხბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ ფარერების კუნძულების „კლავსიკთან“დიდი ანგარიშით დამარცხების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ დინამო თბილისის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას. რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და დინამოს ბავშთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას.

ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვათვითცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე ამ მტკივნეული მარცხის განზოგადოება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 25 სექტემბერს ევროპა ლიგის შესარჩევის მესამე ეტაპზე თბილისის „დინამო“ ფარერების კუნძულების „კლავსიკთან“ 1:6 დამარცხდა.