მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1-28 დეკემბერს RS CAR გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე მოემსახურება

მომსახურება გადასახადების გადამხდელებს

1-28 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, სასურველი მომსახურება დროულად მიიღონ .

კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება.

ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.

ლანჩხუთი - 01.12.2020 ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით

გურჯაანი - 02.12.2020 ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან

ტყიბული- 02.12.2020 კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

ყვარელი- 03.12.2020 კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან

ლენტეხი - 03.12.2020 თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ

ახმეტა- 04.12.2020 ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N 49, გამგეობის შენობასთან

ხონი-04.12.2020 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია,

მესტია - 07.12.2020 სეტის ქ.N 1, 10:00-17:00

დმანისი- 07.12.2020 წმინდა ნინოს ქ. N 41, გამგეობის შენობის წინ

თეთრიწყარო- 08.12.2020 თამარ მეფის ქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია

ცაგერი- 09.12.2020 რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ

მარტყოფი- 09.12.2020 მარტყოფი ქ. N1, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორია

დუშეთი- 10.12.2020 რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი

ყაზბეგი- 11.12.2020 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

ადიგენი- 14.12.2020 თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

ვანი- 14.12.2020 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია