მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კინოჩვენება პინგვინებისთვის, პატიმრების ბუნტი და ბიჭი ყელამდე წყალში - 30 ნოემბრის მსოფლიო ფოტოებში

დღის ფოტოები

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 30 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

 

generlis-dakrdzalva-teiranshi_o_h.jpeg

რევოლუციონერ მოჰსენ ფაჰრიზადეს დაკრძალვა. მოკლული ოფიცრის კუბო სამხედრო მოსამსახურეებს მიაქვთ.
თეირანი, ირანი 📸 AP

samushao-sivrtse-germaniashi_o_h.jpegCovid 19-ით ინფიცირებულების კონტაქტების მოკვლევის ჯგუფის სამუშაო სივრცე. ოფისში 500-მდე თანამშრომელი განთავსდება.
მიუნხენი, გერმანია 📸 ლუკას ბარტ-ტუტასი/EPA

mokhutsta-tavshesapharshi-akhloblis-monakhuleba_o_h.jpegCasa Madonna della Fiducia-ს მოხუცთა თავშეფასარში ახლობელი ხანდაზმულ ქალს მინის ბარიერით ეკონტაქტება.
მილანი, იტალია 📸 კარლო კოცოლი/IPA/Rex/Shutterstock

savse-mtvare-niu-iorkshi_o_h.jpegმანჰეტენზე, ღია ცის ქვეშ მდებარე სადამკვირვებლო გემბანზე მდგომი ადამიანების უკან სავსე მთვარე ამოდის.
ნიუ-იორკი, აშშ 📸 სააგენტო Anadolu/Getty Images

mekhikanosi-sashobao-dghesastsauli_o_h.jpegსაშობაო დღესასწაულების წინა პერიოდში ხალხი ქუჩაში იკრიბება.
მეხიკო, სალვადორი 📸 კამილო ფრიდმანი/Zuma Wire/Rex

shri-lankashi-tsikheshi-patimrebi-ajankebisas-mokles_o_h.jpeg პატიმრების ოჯახის წევრები მაჰარას ციხის გარეთ. პატიმრებმა კორონავირუსზე ტესტირებისა და მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ბუნტი მოაწყეს. აჯანყებას სამართალდამცველებმა ცეცხლით უპასუხეს, რასაც რამდენიმე პატიმრის სიკვდილი მოჰყვა.
კოლომბო, შრი-ლანკა 📸 Dinuka Liyanawatte/Reuters

holidrodi-didi-britaneti_o_h.jpegწყვილი ედინბურგის ჰოლივროდის პარკში, DunsapieLoch-ს გადაჰყურებს.
ჰოლიდროდი, დიდი ბრიტანეთი 📸 ჯეინ ბარლოუ/PA

shemodgoma-turketshi_o_h.jpegშემოდგომის ფოთლები ყვითელი, წითელი და ყავისფერი ტონებით ულუდაღის მთაზე, ზამთრის ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება თურქეთში.
ბურსა, თურქეთი 📸 Anadolu Agency/Getty Images

antisamtavrobo-aktsia-siria_o_h.jpegმთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაცია იდლიბის პროვინციაში დანგრეული შენობების ფონზე.
არიჰა, სირია 📸 ომარ ჰაჯ კადური/AFP/GettyImages

tskaldidoba-sumatrashi_o_h.jpegადგილობრიცი წყალდიდობის შემდეგ სახლს ტოვებს. ჩრდილოეთ სუმატრაში კოკისპირული წვიმების შედეგად ათასობით სახლი დაიტბორა.
📸 აჰმად პუტრა/AFP /
Getty Images

pingvinebi-philms-ukureben_o_h.jpegჯენტუ პინგვინები საშობაო ფილმებს უყურებენ Sea Life London აკვარიუმში. ადგილზე დამონტაჟებულია ორი ტელევიზორი, სადაც პინგვინებს საშობაო ფილმებს აყურებინებენ, რათა ისინი მნახველების მისაღებად მოემზადონ. 2 დეკემბრიდან დიდ ბრიტანეთში გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება.
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი 📸 Yui Mok/PA

datovlili-kalaki-sophia_o_h.jpegქალი პარკში თოვლში სეირნობს.
სოფია, ბულგარეთი 📸 სპასიანა სერგიევა/როიტერი

elene-khoshtaria-aktsiaze_o_h.jpegოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია ბათუმში აქციაზე დროებით კედელზე წარწერის გაკეთებას ცდილობს.
კადრი ტელეკომპანია - მთავარი არხი