მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში, 28 სექტემბრიდან დავით აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება

აღმაშენებლის ქუჩა

„ქუთაისში, 28 სექტემბრიდან დავით აღმაშენებლის გაზირზე მოძრაობა შეიზღუდება“ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ ქუთაისში დავით აღმაშენებლის გამზირზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება სამოძრაო ზოლის მარჯვენა მხარეს.

„ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება სამოძრაო ზოლის მარჯვენა მხარეს, ნინოშვილის ქუჩის კვეთიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის კვეთამდე. კომპანია მოსახლეობას ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.