მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სად არის სოფელი კირცხი, სადაც თავდამსხმელის კვალი იკარგება (რუკა)

სოფელი კირცხი ფოტო

არაოფიციალური ინფორმაციით, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ოთხი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

სოფელი კირცხი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება, რომელიც დაახლოებით 27 კილომეტრითაა დაშორებული ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვართან.

"აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის ძალები სასაზღვრო პასუხისმგებლობის ზონაში, რუსეთთან ერთად, მიიღებენ ყველა საჭირო ზომას, რომ კრიმინალი არ შევიდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე”, - განაცხადა ლატიპოვმა. რომელიც ე.წ. აფხაზური სუსის ხელმძღვანელია.

შეგახსენებთ, შემთხვევა ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ 21 ოქტომბერს მოხდა. თავდამსხმელი ბანკში შეიჭრა და რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ფულის და ტრანსპორტის გადაცემის შემეგ, თავდამსხმელმა მძევალთა ნაწილი გაათავისუფლა და ტერიტორია დატოვა.

kirtskhi_o_h.jpegkirtskhi_o_h.jpeg