სხვადასხვა

ცქიტიშვილი: 2012-2020 წლებში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ათასობით ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

მაია ცქიტიშვილის განცხადება
17:17 სამ. 20 ოქტომბერი
დაკოპირებულია

„2012-2020 წლებში მუნიციპალური ბიუჯეტებით, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ათასობით ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მხოლოდ 2013 – 2020 წლებში კი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მილიარდ 750 მილიონი ლარი მიემართა მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ტიპის მცირე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ განახლდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ უშუალოდ შერჩეული 10 000-ზე მეტი პროექტი.

მაია ცქიტიშვილის თქმით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ნარჩენების მართვის სისტემა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 31 ნაგავსაყრელს, დაიხურა 23 ძველი ნაგავსაყრელი, რეგიონებში კი მოეწყო 5 ნარჩენების გადამტვირთავი სადგური

„ქართული ოცნების“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში ორნახევარჯერ გაიზარდა გაზიფიკაციის ტემპი.

„თუ წინა წლებში გაზმომარაგების ქსელში მხოლოდ 124 ათასი აბონენტი ჩაერთო, 2012 წლიდან ამ მაჩვენებელმა 300 ათასს გადააჭარბა“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ელექტრომომარაგების ქსელში ჩაერთო ათეულობით უშუქო სოფელი - ყველა დასახლება უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით, მათ შორის ისეთი სოფლები, რომლებსაც ელექტროენერგია არასოდეს მიეწოდებოდა. ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა და სერვისები გზების, ტრანსპორტის, ნარჩენების მართვის, სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე განათლების, კულტურისა და სპორტის და სხვა სფეროებში

მაია ცქიტიშვილმა მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე ასევე აღნიშნა, რომ 2012 წლიდან გაორმაგდა ქვეყნის ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი.

ქართვეკმა გოგომ თავი მოიკლა

შეზღუდვები, რომელიც საქართველოში დღეიდან...

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ ყველა შეზღუდვის ჩამონათვალს, რომელიც მომდ...
„თუ ჩვენ აღვასრულებთ ყველაფერ, ამ რეგულაციებს რაც არის, თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდებულია -...
23:58 პარ. 27 ნოემბერი
🔴 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები - ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 123 470 შემთ...
23:23 პარ. 27 ნოემბერი
მისი თქმით, დღეს კლინიკებში პაციენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა მკურნალობს, რასთანაც ჯანდაცვის...
22:48 პარ. 27 ნოემბერი
როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული...
22:16 პარ. 27 ნოემბერი
აბაშიძე-კარასინს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან ოკუპაციის ს...

ამავე ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარ...
21:38 პარ. 27 ნოემბერი
18:01 პარ. 27 ნოემბერი
ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია
საუკეთესო სტარტაპისთვის: * სითიფეი * სფეისფარმსი * იჰოტელსი * შენით *...
18:00 პარ. 27 ნოემბერი
რატომ გახშირდა მიომური კვანძები ახალგაზრ...
რამაზ ჩარექიშვილის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ოპერაცია და უშვილო წყვილ...
17:36 პარ. 27 ნოემბერი
სამოქალაქო აქტივისტები „დავით გარეჯის“ ს...
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ნატალია ილიჩოვა და ივერ...