მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უბნები თბილისში, რომელსაც დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება

ელექტროენერგიის მიწოდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო 20 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით, თბილისის რამდენიმე უბანს შეეზღუდება.

„თელასი“ ინფორმაციით, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება შემდეგ რაიონებში:

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩოს და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, გელოვანის, გოძიაშვილის, იასამნის და ბროწეულის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, იორის და იუნკერთა ქუჩების მოსახლეობას.

„თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება