მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

126 ათასზე მეტი ინფიცირებული - ეპიდვითარება ირანში

ირანის დროშა

ირანში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 126 949-მდე გაიზარდა.

Worldometers-ის მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში ირანში კოვიდინფექცია 2346 ადამიანს დაუდგინდა, ხოლო 64 გარდაიცვალა. ამავე მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ვირუსს სულ 7000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო კოვიდ-19-ის დამარცხება 98 808 პაციენტმა შეძლო.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ვირუსი თავდაპირველად ჩინეთის პროვინცია უჰანში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდინფექცია ადამიანიდან ადამიანზე გადადის. კოვიდ-19-მა მსოფლიოს 210 ქვეყანა მოიცვა. ინფიციირებულია 5 მილიონზე მეტი ადამიანი.