მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1800-ზე მეტი ინფიცირებული და 212 ახალი შემთხვევა - Covid-19 უკრაინაში

რესტორნების დახურა

უკრაინაში კვლავ მზარდია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები.

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულს Unian ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, კოვიდინფექციით სულ 57 ადამიანია გარდაცვლილი, 45 კი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულების საერთო რიცხვი კი 1892-ს შეადგენს.

ცნობისთვის, 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ვირუსი გასული წლის დეკემბერში ჩინეთის პროვინცია უხანში დაფიქსირდა. რამდენიმე თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსი გადამდები ინფექციაა. ამ ეტაპზე ვირუსმა მსოფლიო ქვეყნების 200-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა.