მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

29 ათასზე მეტი შემთხვევა ბოლო 24 საათში- კორონავირუსი ბრაზილიაში

ბრაზილიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კოვიდ-19-ით ინფიცირების 29 526 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 468 338-მდე გაიზარდა.

მონაცემებს worldometers ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ასევე ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1180 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით გარდაცვლილების რიცხვი 27 ათასს გადააჭარბა. ბრაზილიაში კოვიდ-19-ის სულ გამოჯანმრთლებულია 193 ათასზე მეტი ადამიანი.

ცნობისთვის, ბრაზილია კოვიდინფექციით ინფიცირების მაჩვენებლის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.