მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

8800-ზე მეტი ახალი შემთხვევა - კორონავირუსი რუსეთში

რუსეთი, მოსკოვი

კოვიდინფიცირების 8863 ახალი შემთხვევა და 182 გარდაცვლილი ბოლო 24 საათის განმავლობაში. ასეთია ეპიდვითარება რუსეთის ფედერაციაში.

Worldometers-ის ინფორმაციით, რუსეთში ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 ივნისის მონაცემებით 423 741-ს შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდვირუსით გარდაცვლილია 5037 ადამიანი. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც შეძლეს კოვიდვირუსის დამარცხება, მათი ზრდის მაჩვენელი იზრდება და ამ დროისთვის 186 985- მდე აღწევს.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდ-19-ით ინფიცირებულია 6 388 116 ადამიანი. კოვიდვირუსის ზრდის მაჩვენებლის კუთხით აშშ კვლავ ლიდერად რჩება.