მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკა "ღია ცის" ხელშეკრულებიდან გადის

აშშ-ს პრეზიდენტის რეზიდენცია

ამერიკის შეერთებული შტატები "ღია ცის" ხელშეკრულებიდან გადის. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ამერიკული გამოცემების თანახმად, აშშ რუსეთს გადაწყვეტილების შესახებ ხვალ, 22 მაისს, ოფიციალურად აცნობებს.

Reuters-ის ცნობით, მაღალი თანამდებობების პირებმა, რომლებიც აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ესაუბრნენ, ანონიმურად დარჩენა ისურვეს. ისინი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება 6-თვიანი მსჯელობის შედეგად მიიღეს, მას შემდეგ რაც საბოლოოდ დამტკიცდა, რომ რუსეთი ხელშეკრულების პირობებს არ ასრულებს.

"ღია ცის" ხელშეკრულებას ხელი 1992 წლის 24 მარტს, ჰელსინკში, ეუთოს 23 წევრი ქვეყნის წარმომადგენლების მიერ მოეწერა. ხელშეკრულება, რომელიც ამჟამად 35 ქვეყანას აერთიანებს, მის მონაწილეებს საშუალებას აძლევს განახორციელონ არაშეიარაღებული სადამკვირვებლო ფრენები ერთმანეთის ტერიტორიებზე.