მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკამ გადაწყვიტა ჩინურ კომპანიებს დაარტყას

ამერიკის დროშა

აშშ-ს სენატმა დაამტკიცა სანქციების კანონპროექტი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ამერიკის ბირჟებზე გარიგეგბებში მონაწილეობენ, მაგრამ ქვეყანაში მიღებულ საანგარიშო სტანდარტებს არ იცავენ. ინიციატივა მიმართულია ძირითადად ჩინური კომპანიებისკენ, რომლებიც ყველაზე ხშირად არღვევენ ნორმებს. ამის შესახებ გამოცემა Fox Business იუწყება.

დოკუმენტი დემოკრატიულმა წარმომადგენლობითმა პალატამ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც იგი ხელმოწერისტვის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნება.

წესების შეცვლის ერთ-ერთი მიზეზი ჩინურ კომპანიასთან Luckin Cafe- სთან განვითარებული სიტუაცია გახდა, რომელიც მხილებული იყო ანგარიშების გაყალბებასა და მეოთხე კვარტალში გაყიდვების ნორმის 2,5-ჯერ გადაჭარბებაში.

თავად კანონპროექტი გასულ წელს შემუშავდა, როგორც აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომში ჩინეთზე ზეწოლის ერთ-ერთი იარაღი.

ამჟამად ჩინური კომპანიები არ ექვემდებარებიან იმავე წესებს, რასაც ამერიკული კომპანიები, რაც ზრდის თაღლითობის რისკს, განსაკუთრებით მცირე საცალო ინვესტორებისთვის.