მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკაში ყველა ფედერალური ციხე ჩაკეტეს

ამერიკის ციხე

პირველად 25 წლის განმავლობაში, ამერიკაში ყველა ფედერალური ციხე ჩაიკეტა. გადაწყვეტილება ქვეყანაში, აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული არეულობის გამო, უსაფრთხოების მიზნითი, მიიღეს. ამის შესახებ The Washington Post ამერიკის ფედერალური ციხის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

"მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გათვალისწინებით, ციხეების ფედერალური ბიურო, ჩვენს დაწესებულებებში შესაბამისი წესრიგის უზრუნველსაყოფად, დროებით უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. გადაწყვეტილების მიზანია თანამშრომლებისა და პატიმარების დაცვა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ბიუროს სპიკერის თქმით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს "დროებით ეროვნულ იზოლაციას".

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა დამატებითი წესები ამოქმედდება ფედერალურ ციხეებში, რადგან მანამდე პატიმართა შემზღუდავი ზომები, კორონავირუსის გამო, უკვე შემოიღეს.

აშშ-ს ციხეების ფედერალური ბიურო 122 სასჯელაღსრულების დაწესებულებისგან შედეგა, სადაც დაახლოებით 165 500 პატიმარი იხდის სასჯელს. ციხის თანამშრომელთა საერთო რაოდენობა თითქმის 37 000-ია.