მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ და სხვა ქვეყნები ერაყში საელჩოების დახურვას გეგმავენ

აშშ ბაღდადში საელჩოს დახურვას გეგმავს

ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ კაზემიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ და რამდენიმე სხვა ქვეყანა ბაღდადში საელჩოების დახურვას გეგმავენ.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ასევე ბაღდადის აეროპორტზე 29 სექტემბერს განხორციელებული სარაკეტო შეტევის გამოძიება მოითხოვა, რასაც 5 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები ემსხვერპლნენ.

რამდენიმე დღის წინ კი ბაღდადის „მწვანე ზონა“, სადაც უცხოური დიპლომატიური მისიები მდებარებს, რაკეტებით დაიბომბა.

ამის გამო რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის აშშ და ევროკავშირის სახელმწიფოები ერაყის დედაქალაქში საელჩოების დახურვის შესაძლებლობას განიხილავენ.