მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში გაზაფხულამდე კოვიდვაქცინაცია 100 მლნ ადამიანს ჩაუტარდება

კოვიდვაქცინაცია აშშ-ში

2021 წლის გაზაფხულამდე აშშ-ში კოვიდვაქცინაცია 100 მილიონ ადამიანს ჩაუტარდება. შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ ნებართვის გაცემის შემდეგ ვაქცინაცია დეკემბრის შუა რიცხვებში დაიწყება. ამის შესახებ businessinsider.com იუწყება. 

ვაქცინაციისთვის კომპანიების Moderna-ს და Pfizer-ის პრეპარატები იქნება გამოყენებული. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, 2021 წლის თებერვლის ბოლომდე აშშ-ში ვაქცინა ზრდასრული მოსახლეობის 40%-ს გაუკეთდება.

COVID19-ის ვაქცინას პირველ რიგში სამედიცინო სფეროს მუშაკები და რისკ-ჯგუფში შემავალი პირები მიიღებენ.

ამასთანავე ამ გეგმაში კიდევ ორი კომპანიის, Johnson & Johnson-ის და AstraZeneca-ს ვაქცინები არ არის გათვალისწინებული. ამ კომპანიების ვაქცინების კლინიკური კვლევების შედეგები დეკემბრის ბოლოს - იანვრის დასაწყისში გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, 2 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა კომპანიების Pfizer-ის და BionTech-ის ვაქცინა ოფიციალურად დაარეგისტრირა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენქოქმა განაცხადა, ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება.