მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში კოვიდინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 5 მლნ-ს აჭარბებს

ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5 მლნ-ს აჭარბებს. ამის შესახებ მონაცემებს Worldometer ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, კოვიდვირუსს შტატებში საერთო ჯამში 165 199 ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი ზრდის მაჩვენებელი მაღალია და 9 აგვისტოს მდგომარეობით 6 მლნ 600 ათასს აჭარბებს.

აშშ-ის გარდა, კოვიდ-19-ით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ბრაზილიასა და ინდოეთში ფიქსირდება. მსოფლიო მასშტაბით კი კოვიდინფიცირებულია 19 მლნ ადამიანი. ვირუსი პირველად ჩინეთში გამოვლინდა და უკვე მოიცვა 210-ზე მეტი ქვეყანა.