მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში ტერაქტის შედეგად 31 ჯარისკაცი დაიღუპა

თავდასხმა ავრანეთში

ავღანეთში ცალკეული ტერაქტების შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებმა და თალიბანმა პირისპირ მოლაპარაკებები გამართეს კატარში პირველად ქვეყნის ათწლეულების ომის დასრულების მიზნით.

აღმოსავლეთ ღაზნის პროვინციაში 31 ჯარისკაცი დაიღუპა და 24 დაიჭრა ბომბის აფეთქებისას.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულია 2 ტერორისტი.

„ღაზნის პროვინციის ჯანდაცვის განყოფილების უფროსმა, ზაჰირ შაჰ ნიკმალმაც დაადასტურა თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ 10 ჯარისკაცი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა.

სამინისტრომ ასევე შემოგვთავაზა მომხდარის შესახებ სხვა ინფორმაცია, ვიდრე ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

„მანქანა აფეთქდა ჯარის ბაზასთან, მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გახსნეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.