უცხოეთი

ავტომობილების გაქირავების უმსხვილესი კომპანია გაკოტრდა

ავტომობილების გაქირავების მსოფლიოში უმსხვილესი სერვისი გაკოტრდა
13:29 23.05
დაკოპირებულია

ავტომობილების გაქირავების მომსახურების მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Hertz გაკოტრდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა TheGuardian კომპანიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანია კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის მორიგი მსხვერპლი აღმოჩნდა,

Hertz-ის ოფისები მუშაობასა და კლიენტების მომსახურებას მაინც განაგრძობენ. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბიზნესსაქმიანობა განაგრძონ, ხოლო გაკოტრების შესახებ გაკეთებული განცხადება მათ ვალების რესტრუქტურიზაციის საშუალებას მისცემს.

კომპანიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ Covid-19-მა მოგზაურობასა და ავტომობილების გაქირავების სერვისზე მკვეთრად იმოქმედა, რამაც კომპანიის შემოსავლებზე დამანგრეველი გავლენა მოახდინა. ტურისტების გარდა, Hertz-ის მომსახურებით სარგებლობდნენ ადამიანები, რომელთა ავტომობილები შესაკეთებელი იყო, მაგრამ კორონავირუსის გამო ბევრი სახლში დარჩა და მათ ავტომობილი, უბრალოდ, არ სჭირდებოდათ.

ავტომობილების გაქირავების კომპანია Hertz-ი 1918 წელს აშშ-ში დაფუძნდა და მუშაობა რამდენიმე ათეული „ფორდის“ ფირმის ავტომობილით დაიწყო. ახლა კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით, 568 ათასი ავტომობილი და 12,4 ათასი გაქირავების პუნქტი აქვს. Hertz-მა გადაიტანა დიდი დეპრესია. მეორე მსოფლიო ომის დროს, პრაქტიკულად, ავტომობილების წარმოების სრული გაჩერება აშშ-ში და ნავთობის რამდენიმე კრიზისიც.

იპოთეკური სესხი

სახელმწიფო იპოთეკურ სესხებზე ნაწილობრივ...

სახელმწიფო იპოთეკური სესხის ამღებ პირებს 20%-იან გარანტორად ჩაუდგება. ამის შესახ...
ხვალ, 29 მაისს, 11:00 საათზე, იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ (MKD Law) უფროსი პარტნიორის, კომპანია „ლი...
32 წუთის წინ
„კომუნიკაციების კომისია კომპანია „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების...
51 წუთის წინ
"კოვიდი სულ რომ არ არსებობდა, უხსოვარი დროიდან, ყველა კულტურული ერი საჭიროდ თვლიდან, რომ საპირფარეშო...
20:26
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი აზერბაიჯანის...
20:06
საქართველოს გენპროკურატურა თარხნიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტზე ბრა...
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯანმრთე...
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 837...
რუსეთის ფედერაციაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 8371 ახალი შემთ...
ეპოქალური არჩევნები - რატომ დაუპირისპირდ...
თუკი ცეპკალო და ბაბარიკო შეძლებენ და არჩევნების შედეგების შემდეგ ციხეში არ მოხვდ...
ეროვნული ბანკი რეგულირების ლაბორატორიას...
ეროვნულმა ბანკმა რეგულირების ლაბორატორიის (სენდბოქსის) ჩარჩოს შექმნისა და მისი გ...