მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხური უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

აზერბაიჯანმა სომხეთის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

ამჟამად აზერბაიჯანელი სამხედროები ჩამოგდებულ სომხურ საფრენ აპარატს ეძებენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სომხური მხარე მთიან ყარაბაღში ძალთა კონცენტრაციას ახორციელებს.

ყველაზე სერიოზული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ივლისში მოხდა. მაშინ აზერბაიჯანის მხრიდან 12, ხოლო სომხური მხრიდან 4 სამხედრო დაიღუპა.