მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანში ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი დასვენების დღეებში არ იმუშავებს

საზოგადოებრივი ტრანსპორტი აზერბაიჯანში

აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილებით ნოემბრიდან ქვეყნის დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტარნსპორტი დასვენების დღეებში არ იმუშავებს. ამის მიზეზად გართულებული ეპიდემილოგიური ვითარება სახელდება. ინფორმაციას azerbaycan24 ავრცელებს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას ბაქოში, სუმგაითში, განჯაში და კიდე 17 ქალაქში არ ივლის.

გამოცემა Report.az ავრცელებს ინფორმაციას, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო 29 ოქტომბრიდან ლენკორანის, ჯალილაბადის და მასალინის რაიონში შესვლა იკრძალება. იქ მხოლოდ სპეციალური საშვით სატვირთო ავტომობილებს შეუშვებენ.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყუებიდან აზერბაიჯანში კორონავირუსის 52 137 შემთხვევა დადასტურდა. 699 ადამიანი გარდაიცვალა.